Skip to main content

Posts

Featured

პროექტის მიზანი

კახეთის აჯანყებას, კერძოდ კი ბახტრიონის ციხის აღებას 1659 წელს, ჩვენი ქვეყნის ისტორიაში  ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა.   თათრის შემოსევების შედეგად კახეთი გადაშენების  ზღვარზე იყო და ეს რომ არ მომხდარიყო, ერის ღირსეულმა შვილებმა აჯანყება დაგეგმეს და განახორციელეს კიდეც.  მე-6 კლასის ქართული ლიტერატურის  სახელმძღვანელოს  მე-4  თავში -„ლეგენდებში შემონახული წარსული“ (ქართული ლიტერატურა  6 , ნაწილი პირველი -  ავტორები: ნინო გორდელაძე, გვანცა ჩხენკელი, თინათინ კუხიანიძე. გვ 51-55) შეტანილია სხვადასხვა ისტორიული თუ ლიტერატურული მასალა, მაგრამ იმისათვის, მოსწავლეებმა უფრო ღრმად  რომ გაიაზრონ, გაითავისონ აჯანყების  მნიშვნელობა და როლი ქვეყნის ისტორიაში, ქართული მოსახლეობის  ( მთისა და ბარის ) ერთიანობის წვლილი  ამ გამარჯვებაში ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა მარინე სეხნიაშვილმა და კომპიუტერული ტექნოლოგიების  პედაგოგმა  ლალი გიგაურმა მე-6 კლასის მოსწავლეებისთვის დავგეგმეთ პროექტი:   “ბახტრიონის აჯანყე...

Latest Posts