პროექტის მიზანი
კახეთის აჯანყებას,
კერძოდ კი ბახტრიონის ციხის აღებას 1659 წელს, ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. თათრის შემოსევების შედეგად კახეთი
გადაშენების ზღვარზე იყო და ეს რომ არ მომხდარიყო,
ერის ღირსეულმა შვილებმა აჯანყება დაგეგმეს და განახორციელეს კიდეც.
მე-6 კლასის ქართული ლიტერატურის სახელმძღვანელოს მე-4 თავში
-„ლეგენდებში შემონახული წარსული“ (ქართული ლიტერატურა 6 , ნაწილი პირველი - ავტორები: ნინო გორდელაძე, გვანცა ჩხენკელი, თინათინ
კუხიანიძე. გვ 51-55) შეტანილია სხვადასხვა ისტორიული თუ ლიტერატურული მასალა, მაგრამ
იმისათვის, მოსწავლეებმა უფრო ღრმად რომ გაიაზრონ,
გაითავისონ აჯანყების მნიშვნელობა და როლი
ქვეყნის ისტორიაში, ქართული მოსახლეობის (
მთისა და ბარის ) ერთიანობის წვლილი ამ გამარჯვებაში
ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა მარინე სეხნიაშვილმა და კომპიუტერული ტექნოლოგიების
პედაგოგმა ლალი გიგაურმა მე-6 კლასის მოსწავლეებისთვის დავგეგმეთ
პროექტი: “ბახტრიონის აჯანყება თქმულებებსა და ისტორიაში“.
პროექტის მიზანი
იყო: კახეთის აჯანყების შესახებ ისტორიული მასალების გაცნობა, ბახტრიონის ციხის მონახულება
და ფოტო/ვიდეო მასალის შექმნა, პროგრამის“
google earth“ დახმარებით მარშრუტის
შედგენა, საინტერესო ისტორიული ობიექტების ჩანიშვნა, წინასწარი
ინფორმაციის დადგენა რუკის დახმარებით (უმოკლესი მანძილი, ზღვის დონიდან მდებარეობა,
მარშრუტი და სხვა), კახეთის აჯანყების გმირების შესახებ ინფორმაციის მოძიება, გაცნობა, დახარისხება და დამუშავება, ინტერვიუ ისტორიის პედაგოგთან - და ბოლოს უკვე დამუშავებული
მასალის ბლოგზე განთავსება.
Comments
Post a Comment