გზა ბახტრიონის ციხემდე

  

  



თელავის N9 საჯარო სკოლის 6დ კლასის მოსწავლეებმა ქართულ ლიტერატურაში შევისწავლეთ კახეთის აჯანყების შესახებ რამდენიმე ტექსტი. დავინტერესდით  და გადავწყვიტეთ, ბახტრიონის აჯანყების შესახებ დამატებითი ინფორმაციების მოძიება. გავეცანით სხვადასხვა ლიტერატურას. სურვილი გაგვიჩნდა ადგილზე მოგვენახულებინა ბახტრიონის ციხე.ამისათვის შევისწავლეთ მარშრუტი, პროგრამა google earth-ის გამოყენებით. ბახტრიონის ციხეზე ორი გზა მიდიოდა,   გამოვთვალეთ მოკლე მანძილი. დავგეგმეთ მოგზაურობა შესწავლილი მარშრუტის მიხედვით.

წვიმიანი, ნისლიანი და ცივი შემოდგომის დღემ არ შეგვაშინა და გზას გავუდექით. გადავიღეთ ბევრი ფოტო. ვნახეთ ისტორიული ნანგრევები, შემორჩენილი და აღდგენილი ტაძრები, რომელთა გამოყენებითაც შევადგინეთ პრეზენტაცია. 

გული დაგვწყდა, რომ ობელისკი, რომელიც დაიდგა კახეთის აჯანყების გამარჯვების  300  წლისთავის აღსანიშნავად , მოსახლეობის ვანდალური დამოკიდებულების გამო დღეს ასეთ მდგომარეობაში  დაგვხვდა. 



იმედს ვიტოვებთ, რომ სათანადო ყურადღება მიექცევა ამ ისტორიულ ადგილს და ობელისკი თავის პირვანდელ იერსახეს დაიბრუნებს!  



Comments

Popular Posts